guriis mxare  
  
 
 
 
 
ozurgeTis municipaliteti - WanieTuris mTavarangelozTa saxelobis eklesia
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში. მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში.

ტაძარი სავარაუდოდ X საუკუნეში უნდა იყოს აგებული. გადმოცემის მიხედვით თავდაპირველად ეს ეკლესია მაღალ გორაზე იდგა, მაგრამ იქ მოსახლეობა უგზოობის გამო ვერ ადიოდა, ამიტომ ტაძარი დაშალეს და გზასთან ახლოს ჩაიტანეს.

დგას შემაღლებულ ადგილას. ნაგებია სხვადასხვა ფერის თლილი ქვის კვადრებით. ტაძარი დარბაზულია, წყობა სწორკუთხაა. ტაძარს შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. დასავლეთით ტაძარს დიდი კარიბჭე აქვს. კარიბჭის თაღები მრგვალ მასიურ სვეტს ეყრდნობა. დასავლეთ მინაშენზე, სვეტის თავზე გამოყენებულია ტიმპანის ქვა, სადაც ცენტრში წარმოდგენილია წრეში ჩახაზული ჯვარი. კარიბჭის კედლებზე მოჩუქურთმებული ქვებია გამოყენებული. სამხრეთით კარის თავზე ჩუქურთმიანი თაღი გადის. ჩრდილოეთიდან ტაძარს მცირე ზომის სწორკუთხა მინაშენი აქვს, რომლის შესასვლელი დასავლეთიდანაა. ტაძარს დასავლეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით გაჭრილი აქვს თაღოვანი სარკმლები, რომელიც ასევე მოჩუქურთმებულია. ტაძარს გარშემო გალავანი შემოუყვება. ტაძარს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 2013- 2014 წლებში.

მონასტერი მდებარეობდა სოფელ ჭანიეთურის ტერიტორიაე, რომელიც საბჭოთა პერიოდში სამ ნაწილად გაიყო და სამ სხვადასხვა სასოფლო საბჭოში გადანაწილდა. მონასტერი მოექცია იმ ტერიტორიაზე, რომელიც განთიადის სახელით შევიდა კონჭკათის სასოფლო საბჭოს შემადგენლობაში

 

   

foto galerea